კარიერული ქოუჩინგის შესახებ
“გონება, რომელიც შეიცავს პრობლემას, შეიცავს მისი გადაჭრის გზასაც”
ნენსი კლაინი
_edited.jpg)
რა არის კარიერული ქოუჩინგი?
კარიერული ქოუჩინგი არის პერსონალიზირებული, ინდივიდუალურ მიზნებზე ორიენტირებული პროცესი, რომელიც გეხმარებათ თქვენ შეიძინოთ სიცხადე საკუთარ კარიერულ მიზნებთან დაკავშირებით, გადალახოთ კარიერული დაბრკოლებები და შექმნათ რიალისტური სტრატეგიები კარიერული მიზნების მისაღწევად. როგორც კარიერული ქოუჩი, მე დაგეხმარებით თქვენი პროფესიული პოტენციალის სრულ რეალიზებაში, კარიერული ცვლილების ნავიგაციაში, კარიერულ განვითარებასა თუ სულაც ახალი პროფესიული გზის შერჩევაში.
რა არ არის კარიერული ქოუჩინგი?
თერაპია, კონსულტაცია, პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა - არ არის კარიერული ქოუჩინგი. კარიერულ ქოუჩთან სესიების ფარგლებში არც ბრძანებებს, პირდაპირ მითითებებს მიიღებთ და არც მაგიურ პასუხებს. კარიერული ქოუჩინგი ეს კოლაბორაციული პროცესია, რომელიც გეხმარებთ ღრმად ჩაეძიოთ თქვენს სურვილებს, აღმოაჩინოთ აქამდე გაუზარებელი პოტენციალი, დასახოთ რეალისტური მიზნები და წარმართოთ საკუთარი კარიერა ისე, როგორც გინდათ თქვენ.