top of page
cash-intro-3_edited.jpg

ჩემს შესახებ

მე ვარ ეკატერინა, ICF - საერთაშორისო ქოუჩნგის ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი და ტალანტების მართვის სპეციალისტი. ვფლობ განათლებას ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით და წლებია ვმუშაობ მსხვილ ამერიკულ კომპანია Edcast-თან ერთად.

 

ქოუჩინგის სფეროში საკუთარი საქმიანობით ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს მათი პროფესიული პოტენციალის რეალიზებაში. განურჩევლად იმისა, თუ რა კარიერულ ეტაპზე იმყოფები, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ შენთვის სასურველ პროფესიულ მიმართულებებზე ჩამოყალიბებას, კარიერული ცვლილებების ნავიგაციას და ყველა იმ დაბრკოლები გადალახვას, რომელიც გაშორებს შენს სასურველ კარიერულ ცხოვრებას. 

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

ჩემი ისტორია

ჩემი კარიერული გზა მარტივი ნამდვილად არ გამოდგა. როგორც თქვენი უმრავლესობა, სკოლის დასრულების შემდეგ მეც მაქეზებდნენ ამერჩია იმ დროისთვის “მოთხოვნადი პროეფესია”, თუმცა მალევე გავიაზრე, რომ ახლობლების დაკვეთით შერჩეულ სფეროს გულს ვერ დავუდებდი. 
3 უნივერსიტეტის შეცვლის შემდეგ გადავწყვიტე სარისკო ნაბიჯი გადამედგა, 180 გრადუსით შევცვალე მიმართულება და 25 წლის ასაკში ნიდერლანდებში ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სასწავლებლად გავემგზავრე. გადაწყვეტილებამ, რომელიც პირველად, საკუთარ სურვილებზე დაყრდნობით მივიღე, მალევე სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ღირებულებების შესაბამის პროფესიულ გზაზე დამაყენა.


თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ადამინებთან უნდა ყოფილიყო კავშირში, ტალანტების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე ICF - საერთაშორისო ქოუჩნგის ფედერაციის სერტიფიკატი მიმეღო და დამეწყო ინდივიდუალური მუშაობა მათთან, ვინც ჩემს მსგავსად პროფესიულ გზაგასაყარზე დგას. 


დღეისათვის ქოუჩის ამპლუაში ვმუშაობ როგორც ინდივიდებთან, ისე ორგანიზაცეიბთან, ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრების ფარგლებში. ახალგაზრდებს ქოუჩინგის სესიებს ხშირად ბარტერული პირობებითაც ვთავაზობ, რათა მაქსიმალურად ვუზრუნველყო ქოუჩნგის ხელმისაწვდომობა ყველასთვის!
თუ გსურს შეიტყო მეტი ჩემს სერვისებზე, ან მხარი დაუჭირო სოციალურ მიზნებს, დამიკავშირდი.

კონტაქტი

დამიკავშრდი და ერთად გავიგოთ, თუ როგორ შევქმნათ შენი ოცნების კარიერა!

  • Facebook
  • LinkedIn

© 2024 By Ekaterine Shakarashvili.

bottom of page